პროექტები/projects

ფონდის 2014-2017 წლების  ეროვნული პროექტების განხორციელების გეგმა:

·         ფონდის პრეზენტაცია, საპატიო წევრთა დასახელება, პირველი საერთო კრება და დიპლომატიური კორპუსის და ბუზნესმენთა ოფიციალური მიღება კულტურული პროგრამის ფარგლებში (ბიუჯეტი- 3 830 ლარი);
-     სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით ახალგაზრდული მულტიეთნიკური ღონისძიებების გამართვა (ბიუჯეტი- 1000 ლარი);
-     სახელმწიფო უწყებების და საჯარო მოხელეების სამიანობაზე საჯარო მონიტორინგი პროექტის "სუფთა ხელებით მოხელეები" ფარგლებში (ბიუჯეტი- 5 000 ლარი);
-     საქველმოქმედო აქცია "მეორე სუნთქვა"-ს ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება (წლიური ბიუჯეტი- 5 000 ლარი);
·          რეგიონალური თრენინგები საარჩევნო, კონსტიტუციურ, დასაქმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის  კანონმდებლობაზე და მიღებული ცოდნის შემაფასებელი ტესტირება „ნაბიჯი ღია სამყაროში“ (ბიუჯეტი- 12 605 ლარი);
·         სასწავლო სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის „პოლიტოლოგია“ ქართულ ენაზე (ბიუჯეტი- 25 000 ლარი);
·          „კარპეტ-ფესტ-2014“  ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი-იარმორკა  თბილისში (ბიუჯეტი-30 700 ლარი);
·         სრულიად საქართველოს და ქართული დიასპორის ეროვნული შემოქმედების ახალგაზრდული ოლიმპიადა „ილიადა“( ილია და  ...) და ალმანახი "კვალი"( ბიუჯეტი- 70 000 ლარი);
·         კავკასიის მკვიდრთა ეროვნული და თანამედროვე ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი „კავკასიური ტრიუმფი“ (ბიუჯეტი- 47 000 ლარი);
·         სასოფლო-სამეურნეო წარმოეწბისა და ფერმერთა კავშირების მხარდაჭერა  თემებში (ბიუჯეტი- 2 500 000 ლარი);
·         მსოფლიო ციებ-ცხელება „ქართული განძი“ (ბიუჯეტი- 4 676 000 ლარი).



ყველა პროექტი დაპატენტებულია. ამ ეტაპზე  ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი სახით სანდო და ერთგული მეცენატის პოვნა, რაც მომავალში შეიძლება გადაიზარდოს ურთიერთმომგებიან პარტნიორობაში.

პროექტი: თექალის პროცესი (საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი)თემა: სამხრეთ კავკასიის კავშირი: მომხრეები და მოწინააღმდეგები. როლი და საქართველოს პოტენციალი

ორგანიზატორი: NED

თარიღი: 11 მაისი 2014

ეძღვნებოდა: გიორგი ხუციშვილის ხსოვნას









მადლობა "ავერსი" ფონდს!     31.01.2014  და 23.04.2014
     

მისი მხარდაჭერით ჩვენ დავიწყეთ პროექტი "მეორე სუნთქვა", რომლის ფარგლებშიც ტარდება რამოდენიმე ღონისძიება სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის, ახალშობილებისთვის, პარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისთვის და პენსიონერებისთვის დახმარების გადაცემა მედიკამენტების და მოვლის საშუალებების სახით.

დაე ჩვენ ვიწყებთ და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!











მადლობა "ამქორს"!         30.04.2014
120  ბავშვს სასკოლო ნივთებით სავსე ჩანთა!

1 ივნისს, ბაცშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფონდმა გლდანის რაიონის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის სოციალურად დაუცველ მოზარდებს  გადასცა პირველადი აუცილებლობის სასკოლო ნივთები. აქცია შედგა საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ის მხარდაჭერით. კეთილი იყოს თქვენი გზა სკოლისაკენ!
















25 დეკემბერს წინასაახალხლოდ ქ თბილისის ზღვისუბნის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის 3 ბენეფიციარ ბავშვს გადავეცით საშობაო და საახალწლო საჩუქრები: პამპერსები, ნაძვისხის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები.






2015 წლის 11 თებერვალს ფონდს უფასოდ  გადაეცა მედიკამენტები ფონდის ბენეფიციართა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
2015 წლის ცე-ჰეპატიტის წინააღმდეგ წამოწყებული სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა.



2015 წლის 14 თებერვალს წმ. ვალენტინის დღესასწაულთან დაკავშირებით სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით "კულტურათა დიალოგი"-ს პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული მულტიეთნიკური დისკოთეკის გამართვა. მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები: ქართველები, ოსი, ჩეჩენი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ახალგაზრდები.








2015 წლის 25 აპრილს გლდანის კერძო სამშობიარო სახლში ჩატარდა მორიგე საქველმოქმედო აქცია პროგრამა "მეორე სუნთქვის" ფარგლებში. 5 ოჯახი, რომელსაც შეეძინა ახალშობილი, დასაჩუქრებული იქნა უფასო პამპერსებით და მედიკამენტებით.



14 ივნისი 2015 წელი.
თექალის პროცესი
თემა: თექალის მოსმენები: ევროპული ინტეგრაცია როგორც კონფლიქტების ტრანსფორმაციის მექანიზმი- ქართული გამოცდილება



2015 წლის 3-10 აგვისტო

ფონდის ახალგაზრდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის საერთაშორისო ახლაგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნაში და დაესწრნენ ფიფას ევროპის სუპერ თასის ფინალურ თამაშს დინამო-არენაზე.






2016 წლის მარტი

შეხვედრა-გაცნობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში 
პაატა ბურჭულაძის ახალშექმნილ "საქართველოს განვითარების ფონდთან"




2016 წლის 9 აპრილი

 ორგანიზაცია "მადლი-2012"-ის მიერ და კერძოდ, დედა ელენეს ხელმძღვანელობით შექმნილ მოხუცთა თავშესაფარში საქმელმოქმედო აქციის ჩატარება
(გადაეცა უფასო მედიკამენტები, მოვლის საშუალებები და ტანსაცმელი)




2016 წლის 1 ივნისი

ქ.თბილისის თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური და სასულიერო მუსიკისა და სიმღერების მინი კონცერტის, ე.წ. არტ-თერაპიის ჩატარება და საჩუქრების გადაცემა (კანფეტები, საკანცელარიო და სახატავი ნივთები). ღონისძიებას დაესწრო 60-მდე აუტიზმის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი და ახლაგაზრდა.









2016 წლის 22 ივნისი- 2 ივლისი
ლიბერალიზმის ახალგაზრდული ცენტრ "ლიცეუმი"-ს კონფერენცია "მოქმედება 365"





2016 წლის 1-10 ივლისი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო 25-ე სხდომა თბილისში







2016 წლის 1 ივლისიდან ონლაინ გაზეთ "ნოეს კვალი"-ს  დაბადების დღე



2016 წლის 17-18 ნოემბერს მონაწილეობის მიღება კონფერენცია-ფორუმში "ქართული დიასპორა- დღევანდელობა და გამოწვევები" (ორგანიზატორები: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  აპარატი და ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის უნივერსიტეტი)




2016 წლის 25 დეკემბერს განმეორებითი ვიზიტი დედა ელენეს მოხუცთა თავშესაფარში "ლაზარეთი". დახმარების გაწევა მედიკამენტების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახით.




Комментариев нет:

Отправить комментарий

როგორ ითანამშრომლებდით ფონდთან?