I. ფონდში წევრობა For membership in NZF
1. ფონდს აქვს წევრობის ორი ფორმა:1.1.სრულუფლებიანი წევრი
1.2.საპატიო წევრი
2. ფონდის სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი,
რომელიც იზიარებს ფონდის მიზნებს.
3. ფონდის საპატიო წევრად შეიძლება მიღებულ იქნას ნებისმიერი პირი,
რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფონდის მიზნების
განხორციელებაში, აქტიურად თანამშრომლობს ფონდთან, ან რაიმე სხვა
ფორმით ემსახურება ფონდის მიზნების განხორციელებას. ფონდის
საპატიო წევრზე არ ვრცელდება ფონდის სრულუფლებიანი წევრისათვის ამ
წესდებით დადგენილი ულება-მოვალეობანი.
4. ფონდის სრულუფლებიან წევრად მიღება ხდება ფონდის თავმჯდომარის, მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე;
5. თავმჯდომარემ წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების მიღების შემდეგ
არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა;
6. ფონდის სრულუფლებიან წევრს უფლებამოსილება უწყდება საკუთარი
განცხადების საფუძველზე ან თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
7. ფონდის სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას
ფონდიდან შემდეგ შემთხვევებში:
7.1 თუ მისი საქმიანობა ეწინაამღდეგება ფონდის მიზნებს ან ლახავს მის
ღირსებას.
7.2. ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ გადაუხდია საწევრო გადასახადი.
7.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ.
7.4 დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
7.5 მუდმივ საცხოვრებლად მიდის საზღვარგარეთ.
7.6. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს ჯეროვნად შეასრულოს
მასზე დაკისრებული მოვალეობები.
7.7 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში;
7.8. გარდაცვალებისას.
II. ფონდის სრულუფლებიან წევრთა უფლება-მოვალეობანი
1. სრულუფლებიანი წევრი უფლებამოსილია:1.1. მიიღოს მონაწილეობა ფონდის საერთო კრების მუშაობაში;
1.2. არჩეულ იქნას ფონდის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელად, ვოლონტიორად, თანამშრომლად;
1.3. მონაწილეობდეს ფონდის პროგრამებში ;
1.4. მიიღოს ინფორმაცია ფონდისა და მისი მმართველობითი ორგანოების
საქმიანობის შესახებ;
1.5. თავისი სურვილით გავიდეს ფონდის წევრობიდან;
2. სრულუფლებიანი წევრი ვალდებულია:
1.1. დაიცვას ფონდის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები;
1.2.მონაწილეობდეს ფონდის საქმიანობაში;
1.3.დაიცვას ფონდის ღირსება, კონფიდენციალური ინფორმაცია და
ქონება;
1.4. გადაიხადოს საწევრო შესატანი, რომელიც შეადგენს 1 ლარს ყოველთვიურად.
ჩვენი ფონდი შემდეგი ორგანიზაციების წევრია:
Our foundation is member of organizations:
CIVICUS INTERNATIONALSomondo Int.
LabourStart
European Alternatives
UMCOR
UPF
NED
Комментариев нет:
Отправить комментарий